top of page

რას გვეუბნებიან ჩვენი მეგობრები?


 

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დროებით შეჩერებულია“, რაც უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებას, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგია. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან უკუსვლად განიხილება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი: „ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა შეშფოთება „უცხოეთის გავლენის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს.ევროპულმა საბჭომ, რომელმაც აღიარა ეს მისწრაფებები, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და მკაფიო გზა დაუსახა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

მოველით, რომ საქართველოს მთავრობა სწრაფად მიიღებს ზომებს იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აიღო, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაჯვარედინზეა და ის ევროპულ გზაზე უნდა დარჩეს“.

ფარაჰ დაჰლალაჰი, ნატოს სპიკერი: „უცხოური აგენტების კანონი არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მოვუწოდებთ საქართველოს, შეიცვალოს კურსი და დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.

 

ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში:

„სამწუხაროდ, [საქართველოს] ოფიციალური პირების მხრიდან, ვრცელდება დეზინფორმაცია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ უმაღლესი დონის ქართული ხმები, რომლებიც, გასაკვირად ამბობენ, რომ ეს [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონი აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან. ძალიან ნათლად მინდა ვთქვა - არა! არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული ნეგატიური ქმედებები საქართველოს აშორებენ ევროკავშირისგან. უფრო ნათელი და მკაფიო ვერ ვიქნები. ეს საქართველოს აშორებს ევროკავშირს. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27 წევრი სახელმწიფოდან 26“.

ეზრა ზეია, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: „აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი და რიტორიკა ძირს უთხრის მის გზას ევროკავშირისკენ და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს“.

პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში: „როგორც იცით, საქართველოს მთავრობის ქმედებებიდან გამომდინარე, ევროპულმა საბჭომ, რომელიც 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურისგან, გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებების მიმღები პირებისგან, შედგება, 27 ივნისს საქართველოსთან გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ახლა ეს ევროკავშირის პოლიტიკაა და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან შეიძლება ყველაფერი სრულიად განსხვავებულად იყოს, ჩვენ შეიძლება წინ ძალიან სწრაფად მივდიოდეთ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია“.

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ოქტომბრის შემდეგ, ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გასაწევრიანებლად“.

15 views

Commentaires


bottom of page